27-02-2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტში არანაირი იმპიჩმენტი არ არის ინიცირებული.
„ირაკლი კობახიძე როგორც განათლებული, შრომისმოყვარე და გამოცდილი პოლიტიკოსი, სამართლიანად იკავებს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას და იმპიჩმენტის მხარდაჭერას არ ვაპირებთ. ის ახლა საერთაშორისო მივლინებაშია და ამ საკითხზე დისკუსიაც კი არასწორად მიმაჩნია“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ