გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ელიავას ბაზრობის ნაწილზე რეკრეაციულ ზონა მოეწყობა

28-02-2019

ელიავას ბაზრობის ერთი ნაწილის რეკრეაციულ ზონად, ხოლო მეორე ნაწილზე კი, ვაჭრობა კვლავ დასაშვები იქნება. თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, ტერიტორიაზე განაშენიანება სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვით უნდა მოხდეს. მისივე განცხადებით, საცხოვრებელ და საწარმოო ზონებს შორის გარკვეული ბუფერის შექმნით და აუცილებლად გარემოსდაცვითი, სატრანსპორტო და ურბანული გააზრებით.


„ტერიტორია მოგეხსენებათ დიდია, ამიტომ მისი ერთი ნაწილის რეკრეაციულ ზონად განვითარება უნდა მოხდეს, მეორე ნაწილის საზოგადოებრივი საქმიანი ფუნქციით განვითარება, მაგრამ ამან საფრთხე არ უნდა შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. გარემოს დაბინძურების ფაქტები ამ ტერიტორიაზე ძალიან აშკარაა. ეს არის ტერიტორია, სადაც საშენი მასალების დასაწყობებისას, გაყიდვა-რეალიზაციისას ამტვერიანების კუთხით ერთ-ერთი ყველზე დაბინძურებული ადგილია. არ შეიძლება საცხოვრებელ ზონასთან ახლოს იყოს ისეთი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც პირდაპირ საფრთხის შემცველია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის აალებადი მასალის არაკონტროლირებადი ვაჭრობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ბითაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031