გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

29-01-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, საულიუს სკვერნელისს შეხვდა.

მხარეების განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველო და ლიტვა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავს აღნიშნავენ, რაც ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თარიღია. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ კონტექსტში, სიმბოლურია ლიტვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, რაც მისივე შეფასებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისტორიული ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა სურს საქართველოს პარლამენტს და ამისთვის მეგობრობის ჯგუფების ფორმატის გააქტიურებას გეგმავს.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ლიტვა საქართველოსთვის განვითარებისა და ევროპული მიზნების განხორციელების საუკეთესო მაგალითია. ირაკლი კობახიძემ საულიუს სკვერნელისს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას მტკიცე ისტორიული და კულტურული კავშირი აქვს, რაც უპირველეს ყოვლისა, პოზიტიურ ხალხთაშორის ურთიერთობას ეფუძნება. საულიუს სკვერნელისის თქმით, ლიტვა არის ძლიერი და სანდო პარტნიორი საქართველოსთვის.

ლიტვის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადატურა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ ლიტვა გმობს რუსულ აგრესიასა და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და პარლამენტის დღის წესრიგს. ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრს საკონსტიტუციო რეფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველო რეგიონის უპირობო ლიდერია.

მხარეების განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, ასევე, ეს ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მიზნების განხორციელებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930