გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ ავტომობილის და ოფისის გაქურდვის ბრალდებით თბილისში 2 პირი დააკავა

2-03-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ე.გ. და 1978 წელს დაბადებული დ.ლ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.


ჩადენილი დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა - ე.გ.-მ  ისანი-სამგორის რაიონში ავტომობილის საბურავები, ასევე საბურავის დისკები მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


მეორე ბრალდებულმა, დ.ლ.-მ კი ერთ-ერთი კომპანიის ოფისში უკანონოდ შეაღწია, კომპიუტერული ტექნიკა მოიპარა და მიიმალა.
პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად  ამოიღო.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930