გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რვა მეწარმე, რომლებიც ყალბ დოკუმენტაციებს ამზადებდნენ პასუხისგებაში მისცეს

4-03-2019

სამართალდამცველებმა 8 მეწარმე პასუხისგებაში მისცეს. ბრალდებულები ხის მასალის რეალიზაციის ბიზნესში იყვნენ ჩართულები. გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი ყალბ საანგარიშსწორებო​ დოკუმენტაციებს ჯგუფურად ამზადებდნენ, ამ გზით კი გადასახადებისგან თავის არიდებას ცდილობდნენ.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მეწარმეები ზედნადებებს სხვა დანიშნულებით იწერდნენ, შემდეგ კი აუქმებდნენ.


„ბრალდებულები სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილი გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით, საქონლის რეალიზაციის პროცესში არ ახდენდნენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სასაქონლო ზედნადებების გაწერას. ნაცვლად ამისა, განსახორციელებელი ოპერაციის შენიღბვის მიზნით, ახდენდნენ საქონლის ვითომდა შიდა გადაზიდვის ზედნადებების გაწერას, ხოლო საქონლის რეალიზაციის შემდეგ, აღნიშნული ზედნადებების გაუქმებას'' - წერია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მეწარმეებს 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.


აჭარის ტელევიზია



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930