4-03-2019
ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების, - ასე გამოეხმაურა შს მინისტრი, გიორგი გახარია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.
„ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე. მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ვეუბნები, პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. საჯარო პოლიტიკიდან შანტაჟის ენით საუბარი უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟით ენის საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.