გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბლოგერი ლევან ჭოტორლიშვილი: მამუკა ხაზარაძე კლასიკური გაგებით ოლიგარქია

5-03-2019

ბლოგერი ლევან ჭოტორლიშვილი „ხაზარაძის ლაზ(ე(იკა ბლოგს აქვეყნებს და მამუკა ხაზარაძისა და „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ პროცესებს აფასებს.


მისი აზრით, მამუკა ხაზარაძე კლასიკური გაგებით ოლიგარქია და ის ამ სტატუსის პრაქტიკულად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. შემდეგ კი მის ოლიგარქიულ სქემებზე საუბრობს.


„მასეს სქემები დალაგებული ჰქონდა შევარდნაძის დროს, დალაგებული ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, და ალაგებდა გიორგი კვირიკაშვილის პირობებშიც.


დღევანდელი გადმოსახედიდან, გასაკვირი არაა, თუ რატომ ლობირებდა კვირიკაშვილი ასეთი თავგამოდებით აღნიშნულ პროექტს. აღმოჩნდა, რომ ყოფილი პრემიერისთვის მთავარი არაუბრალოდ ამ პროექტის განხორციელება, არამედ ამ პროექტის მისი მეგობრის, მამუკა ხაზარაძის ხელით განხორციელება იყო. სწორედ კვირიკაშვილის დახმარებით და გამალებულიმცდელობით ჩაიგდო მამუკა ხაზარაძემ ხელში ამ პროექტის მენეჯმენტი.


ეს იყო უპრეცენდენტო მასშტაბის თაღლითური სქემა, კლასიკური ოლიგარქიული მეთოდი, როდესაც რეფორმის საფარქვეშ ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენის ფინანსურივალდებულებების გასტუმრება ხდება. ანუ კვირიკაშვილი შეეცადა ხაზარაძის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ხალხის, ბიუჯეტის ხარჯზე გაესტუმრებინა“ - წერს ბლოგერი.


ხაზარაძის კიდევ ერთი თაღლითურ სქემას უწოდებს ჩოთორლიშვილი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ 17 მილიონის გათეთრების საქმეს და ამბობს, რომ „ეს ყველაფერიხდება იმ ფონზე, როდესაც „თიბისი ბანკი“ საქართველოს ასობით ათას მოქალაქეს არათუ მილიონებს, არამედ 1 თეთრსაც კი არ პატიობს და ამის გამო, მათი კაბალური სესხებითგაღარიბებული ადამიანები უსახლკაროდ რჩებიან…“.


ბლოგერი მამუკა ხაზარაძის „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მიღებულ კოლოსალურ ფინანსურ სარგებელზეც საუბრობს.


„2007 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ, საბანკო სექტორთან გარიგებით, კანონში შეიტანა ცვლილებები და ეფექტურ განაკვეთზე ზედა ზღვარი მოხსნა. ამით ბანკები მოქალაქეთახარჯზე უზომოდ გამდიდრდნენ, ხოლო მოსახლეობა ჭარბვალიანობის პრობლემაში ჩაეფლო. ეს ხაზარაძის მტაცებლური პოლიტიკის მხოლოდ დასაწყისი იყო...“ - წერს ჩოტორლიშვილი.

ბლოგერი აღნიშნავს, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, დაუშვებელია ბიზნესის ლობირებასა და სახელმწიფო ინტერესს შორის ბალანსი დაირღვეს.


„არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში, მითუმეტეს საქართველოს ეკონომიკის პირობებში, ბიზნესის მხარდაჭერა სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

ვნახოთ, ხაზარაძესთან დაკავშირებული საკითხები როგორ განვითარდება. ამჯერადაც დაიძვრენს თავს ანაკლიას ამოფარებული ხაზარაძე, გააგრძელებს სახელმწიფოსთან შანტაჟის ენითლაპარაკს, თუ აიძულებენ შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები.

ჯერჯერობით ფაქტი ერთია ხაზარაძის საოცნებო ლაზიკას ბევრი “ლაზეიკა” აღმოაჩნდა და ჩვეული ხრიკებით ფონს გასვლა ძალიან უჭირს!“ - წერს ლევან ჩოტორლიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031