6-03-2019
ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოდის.
პარლამენტის სხდომას არ დაესწრება "ნაციონალური მოძრაობა. საპარლამენტო ოპოზიციის წევრები პრეზიდენტის მოსმენაზე პროტესტის ნიშნად უარს აცხადებენ, რადგან თვლიან, რომ სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტია.
„სალომე ზურაბიშვილს არ გააჩნია დემოკრატიული ლეგიტიმური მანდატი, ის არის ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტი. დემოკრატიული არჩევნები, ის არჩევნები, რომლის გზითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი, არ იყო“ - განაცხადა "ნაცმოძრაობის" წევრმა, სალმე სამადაშვილმა.
რაც შეეხება "ევროპულ საქართველოს" , არც მისი წევრები დაესწრებიან სხდომას. დავით ბაქრაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ იყენებს პოლიტიკური ბოიკოტის უფლებას და პროტესტის ნიშნად რა დაესწრება პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში.
„მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი მორალურად და პოლიტიკურად გამართლებული საქციელი ამ ვითარებაში. სალომე ზურაბიშვილი გახდა სიმბოლო არჩევნების, როდესაც არჩეულ პირს არ აქვს ხალხის მანდატი და ეს არჩევნები არ არის ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვა“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.