6-03-2019
ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია თანამდებობას ტოვებს.
რა გახდა საკადრო ცვლილების კონკრეტული მიზეზი, ამის შესახებ მმართველ გუნდში ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, ქობულიას შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის უახლოეს ხანში ოფიციალურად გახმოვანდება.
გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტზე 2018 წლის ივლისში დაინიშნა, მანამდე კი ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა.
ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.