6-03-2019
„ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის აქ, ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობის გაჩენა. სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ მშობლებს აღარ უნდა სჭირდებოდეთ საზღვარგარეთ გამგზავრება, თუნდაც, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
„არსებობს პედიატრიული ონკოლოგიის არამომგებიანი ცენტრის მონახაზი, რომელიც გადაჭრის ამ პრობლემას. მარიამ ჯაშთან ერთად ვაპირებთ ამ პროექტის პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე წარდგენას.
ასევე, პრიორიტეტულია სოციალური სახლების მშენებლობა. ამ კუთხით ბევრი ქვეყნის პრაქტიკის გაზიარება შეგვიძლია“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.