გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაქარია ქუცნაშვილი: როგორ შეიძლება გახარიას ხელი დაადო

8-03-2019

„მე ვისურვებდი ყველა ადამიანმა გაიმართლოს თავი, ვიდრე მტყუანი აღმოჩნდეს, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ ქაღალდი მოიტანო, არ დაასახელო მომტანი და ამის დასადასტურებლად იძახო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო განცხადება გავაკეთე“-ეს განცხადება დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ტვ პირველის ეთერში გააკეთა.


„მე ვერ დავიწყებ შიშველი ხელებით ადამიანის დაბრალებას, ამიტომაც უფრო მეტი მოგვეთხოვება როცა ადამიანს აბრალებ და ეუბნები, რომ არ მწამდაო და გამაკეთებინეს ეს განცხადებაო. თუ არ გჯერა, რატომ აკეთებდი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ განცხადებას? თუ ჟურნალისტები წარმოაჩენთ ამას, რომ მამუკა ხაზარაძეს მოსწონს „ნაციონალური მოძრაობა“ და აიძულა „ქართულმა ოცნებამ“, რომ ცუდი ელაპარაკა, მაშინ ამ კაცს უკეთებთ ცუდ საქმეს თქვენ, მედია. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტმა მისცა მამუკა ხაზარაძეს ასპარეზი თავისი სიმართლის დასაცავად. ორი კომიტეტი ჩატარდა, დაუთმეს უმაღლესი ტრიბუნა” - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით მოიტანა თავისუფლება და თუ ვინმე ამ თავისუფლებას ბოროტად გამოიყენებს და შეეცდება სხვადასხვა ინტერესების გამო ვინმეს დაემუქროს, ის თავის თავს აყენებს დიდი დარტყმის ქვეშ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930