9-03-2019
„ნეიშენალ ჯეოგრაფიკმა“ რვა მარტთან დაკავშირებით ქალთა გამორჩეული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში, სვანეთში გადაღებული პატარძლის ფოტოც მოხვდა.
ფოტოს ავტორი დიანა მარკოსიანია.
„დედოფალი საკუთარი ქორწილის დღეს, სვანეთში, საქართველოში. სვანეთი იზოლირებული მთიანი რეგიონია, სვანი ხალხით დასახლებული, ადგილობრივებმა შექმნეს საკუთარი უმწერლობო ენა“ – აღნიშნულია ფოტოს აღწერაში.
ფოტოს უკვე 250 ათასამდე მოწონება და 1000-ზე მეტი კომენტარი აქვს.
„ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამეცნიერო-შემეცნებითი ჟურნალია.