გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
9 მარტის სისხლიანი ტრაგედიიდან 63 წელი გავიდა

9-03-2019

1956 წლის 9 მარტის სისხლიანი ტრაგედიიდან დღეს 63 წელი შესრულდა.


ტრაგედია დღევანდელი მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დატრიალდა, როდესაც საბჭოთა ჯარისკაცებმა ქართველ ხალხს პირდაპირ ქუჩაში სასაკლაო მოუწყვეს.


საზოგადოება საბჭოთა კავშირის მაშინდელი, არცთუ გონებაგანვითარებული ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ ე.წ. პიროვნების კულტის დაგმობას აპროტესტებდა. სწორედ ამიტრომ გაიმართა აქცია სანაპიროზე, სადაც მაშინ იოსებ სტალინის ძეგლი იდგა.


აქციაზე მოგვიანებით გაისმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იდეაც, რაც, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის მასშტაბით იმ დროს წარმოუდგენელი რამ იყო.


საბოლოოდ, 1956 წლის 9 მარტს, ჯარისკაცებმა აქციის მონაწილეებს პირდაპირი ცეცხლი გაუხსნეს.


ოფიციალური ინფორმაციით, ტრაგედიის დროს 27 ადამიანი დაიღუპა, თუმცა გარდაცვლილების ზუსტი რაოდენობა დღემდე არაა ცნობილი.


თვითმხილველების თქმით, სამხედროები მსხვერპლის ოფიციალური რაოდენობის შესამცირებლად ცხედრებს პირდაპირ მტკვარში ყრიდნენ.


ე.წ. მშრალი ხიდის მოაჯირზე დღემდე იკითხება ამოტვიფრული წარწერა: „დიდება დიდ სტალინს!“

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930