გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
“გრინპისმა”გენმოდიფიცირებული პროდუქტების სია გამოაქვეყნა

10-03-2019

ორგანიზაცია “გრინპისმა”, რომელიც სამყაროს ეკოლოგიური უსაფრთხოებისთვის იღწვის, ინტერნეტში გამოაქვეყნა გენმოდიფიცირებული პროდუქტების სია. სია გავრცელდა ბევრ საიტსა და სოციალურ ქსელში. არის თუ არა ეს ინფორმაცია ნამდვილი. სიაში მსხვილი მწარმოებლები არიან. ბევრი მათგანის პროდუქტი შემოწმებულია და დადასტურებულია მათში გემოდიფიცირებული შემადგენლობების არსებობა, თუმცა ზოგიერთი კომპანია სიაში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ “გრინპისს” არ მიაწოდა ინფორმაცია თავისი პროდუქციის შემადგენლობაზე. ბევრი მწარმოებელი თავს იმართლებს, რომ აქვს საჭირო დოკუმენტები, თუმცა მათთვის არავის მიუმართავს ამ საკითხზე. ასეა თუ ისე, ინფორმაცია გავრცელდა და რაკი ეჭვი გაჩნდა, სავარაუდოდ, არც მთლადსუფთად არის საქმე. ყველაზე ამაღელვებელი და შემაშფოთებელი კი აქ ის არის, რომ სიაში ძირითადად ბავშვთა კვების პროდუქტებია.


ჩვენ სიას გთავაზობთ და არჩევანი თქვენზეა, ენდოთ “გრინპისს” თუ აღნიშნული კომპანიების კეთილსინდისიერებას.


კიდევ ერთხელ თუ გავიმეორებთ, Greenpeace ამტკიცებს, რომ ზოგიერთი კომპანია მხოლოდ იმის გამო მოხვდა სიაში, რომ არ წარადგინა ინფორმაცია საკუთარი პროდუქტების შემადგენლობაზე. მწარმოებლები კი, თავის მხრივ, ამტკიცებენ, რომ მათ ყველანაირი დოკუმენტაცია აქვთ და რომ ინფორმაციის მიწოდება მათთვის არავის უთხოვია.


იყავით ფრთხილად! კარგად შეისწავლეთ პროდუქტების შეფუთვაზე მოცემული ინფორმაცია.


1. Snickers
2. McDonald’s-ის პროდუქცია
3. Nestle-ს ბავშვთა კვება.
4. ჩაი Lipton-ი.
5. M&M’s.
6. Twix.
7. Milky Way.
8. შოკოლადი და კაკაო Cadbury.
9. Ferrero.
10. Nestle-ს პროდუქცია.
11. შოკოლადის სასმელიNestle Nesquik.
12. Соса-Соla.
13. Sprite, Fanta
14. Pepsi.
15. 7-Up
16. Kellogg’s-ის მშრალი საუზმეები.
17. Knorr-ის სოუსები.
18. ორცხობილა Parmalat.
19. Hellmann’s-ის მაიონეზები, სოუსები, კეტჩუპები
20. Heinz-ის მაიონეზები, სოუსები, კეტჩუპები
21. Uncle Bens Mars-ის ბრინჯი
22. Hipp-ის პროდუქცია
23. Abbot Labs Similac-ის საბავშვო ნარევები.
24. Danon-ის იოგურტი, კეფირი, ყველი, საბავშვო პროდუქცია
25. Campbell-ის სუფები
26. Kraft-ის ჩიფსები, კეტჩუპი, ბავშვთა კვება
27. Unilever-ის პროდუქცია.


P.S. რასაკვირველია, საიტი საკუთარ კვლევებს ვერ აწარმოებს და მხოლოდ ის შეგვიძლია, გავრცელებული ინფორმაცია მკითხველამდე მივიტანოთ. მსგავსი სიები აქამდეც ბევრჯერ გავრცელებულა და ალბათ კიდევ გავრცელდება, ასეთ სიებში არა მხოლოდ გენმოდიფიცირებულ საკვებზე მიგვანიშნებენ ხოლმე, არამედ ბევრ საშიშ კონსერვანტზე, ემულგატორზე, საღებავზე და ა.შ., რითაც სავსეა თანამედროვე პროდუქტები. ამიტომ საჭიროა, ასეთი სახის ინფორმაცია ყველას ჰქონდეს. თუმცა მათ აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე ვერც ერთი მედიასაშუალება თავს ვერ დადებს. ჩვენ მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება შეგვიძლია – რაც მეტად ინფორმირებულია ადამიანი, მით მეტად დაცულია. ის კი ყველასთვის ცნობილია, რომ ზოგადად ქარხნულ პროდუქციაში ხშირად არის საეჭვო ინგრედიენტები და მხოლოდ მწარმოებლების კეთილსინდისიერების იმედად, სამწუხაროდ, ვერ ვიქნებით. გვინდა ისიც კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ყველაფერს მაინც შინ, საკუთარი ხელით მომზადებული საკვები ჯობს, მით უმეტეს, ბავშვებისთვის და თუ რაღაცას ვყიდულობთ, აუცილებლად კარგად უნდა გავეცნოთ მის შემადგენლობას.


ინფორმაციის წყაროები:


topfooffacts.com; "mSoblebi.ge"


წყარო: geomediapress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930