გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოსო არჩვაძე: ბევრი უცხოელი ინვესტორი დღეს დარეგსტრირებულია როგორც ადგილობრივი მეწარმე და შიდა ინვესტიციად ფიქსირდება

11-03-2019

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემს ექპერტები ეხმაურებიან. ეკონომიკის ექსპერტ,  სოსო არჩვაძის განცხადებით, მართალია 2018 წელს ინვესტიციების მოცულობა შემცირდა, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ გარე და შიდა ფაქტორები. გარე ფაქტორებიდან უნდა გამოვყოთ ძვირი დოლარის პოლიტიკა, საინესტიციო გარემოს გაურესება მსოფლის მრვალ ქვეყანაში და ქვეყნებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ზრდა. ამიტომ, მე ვფიქრობ რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალისხმება დაგვჭირდება რომ ქვეყანაში საგადამხედელო ბანალსის დადებით იყოს. 


ამასტან, ექსპერტი აცხადებს რომ ბევრი უცხოელი ინვესტორი, რომელიც წლების განმავლობაში საქარელოსთან თანამშრომლობდა, შემოვიდა როგორც უცხოელი ინვესტორი და შემდეგ ფაქტიურად დარეგსტრირდა როგორც ადგილობრივი მეწარმე. მათ კომპანიებში მიიღეს საკონტროლო პაკეტი. შედეგად, რაც წლების განმავლობაში უცხოურ ინვესტიციად ითვლებოდა, დღეს დაფიქსირდა როგორც შიდა ინვესტიცია. 


„ამ ფონზე, ჩვენი ეკონომიკა მაინც შთამბეჭდავი პროცენტით გაიზარდა, რას ნიშნავს რომ ჩვენი ეკონომიკა მყარად დგას ფეხზე და ამას დანახვა და აღიარება უნდა. ჩვენ ადრე დამოკიდებული ვიყავით სხვადასხვა სახის უცხოურ დახმარებებზე-უმანიტარული იქნებოდა, ტექნიკური თუ სხვა, მაგრამ დღეს ქვეყანს აქვს იმხელა პოტენციალი რომ საგარეო დახმარების შემცირების ფონზეც კი იქონიოს ეკონომიკის ზრდის მზარდი პოტენციალი. მთლიანობაში ქვეყანაში ადგილი აქვს ეკონომიკის ზრდასაც, ინვესტიციების ზრდასაც და საქრთველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ მიმზიდველი საინვესტიციო გარემო შეუქმნას ინვესტორებს და ეკონომიკის ზრდის კიდევ უფრო მარალი მაჩვენებელი დაფიქსირდეს“ - აცხადებს სოსო არჩავძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930