გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მდინარაძე: ხაზარაძის ქეისი ძალიან ჰგავს ოქუაშვილის ქეისს, ყოველ დღე ახალ დრამას ვუყურებდით და აღმოჩნდა, რომ 50 მილიონი გადასახდელი იყო

11-03-2019

სამწუხაროდ მიწევს ამის თქმა, ეს ქეისი ძალიან ჰგავს ოქუაშვილის ქეისს, სადაც ყოველ დღე ახალ დრამას ვუყურებდით და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ 50 მილიონი ჰქონდა ადამიანს გადასახდელი და სახელმწიფო ეუბნებოდა, რომ ცოტ-ცოტა გადაიხადე, რომ გაგაგრძელებინო მუშაობა. ამაზე იყო დავა, - ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯრომარე მამუკა მდინარაძემ ქრონიკის ეთერში ისაუბრა.

მამუკა მდინარაძემ ყურადღება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მეგობრისგან 17 მილიონი დოლარის სესხებაზე და გამოძიების დაწყების დროზეც გაამახვილა.


„2008 წელს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 17 მილიონი დოლარი მეგობრისგან ისე, რომ მათ, როგორც თვითონ აცხადებენ, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ეს ფული მათივე ბანკიდან იყო გატანილი იმავე დღეს. ეს დასაჯერებელია თუ არა, ამაზე საზოგადოებამ გააკეთოს დასკვნები“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.


მისივე თქმით, კიდევ უფრო საინტერესო რამ არჩევნებამდე ორი დღით ადრე ხდება, როცა ოფშორულ კომპანიას გადაეცა ვალდებულება ბანკის მიმართ. ოფშორულ კომპანიას, რომლის წარმომადგენელთაგან ერთ-ერთი, გვარად ღაზაძე "თიბისი ბანკსაც" წარმოადგენდა. ამის შემდეგ კიდევ ისე ვითარდება მოვლენები, რომ 2015 წელს იწურება ფულის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, ბანკი ამ ფულს არ ითხოვს და მოვედით დღემდე.

ხშირად ჩნდება ხოლმე კითხვა რატომ დაიწყო გამოძიება 11 წლის შემდეგ? ხაზარაძემ და ჯაფარიძემ საკომიტეტო მოსმენაზე თქვეს 1 წლის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა შეამოწმა დოკუმენტაცია და იქ პრობლემა არ იყოო. საუბარია ეროვნულ ბანკზე, რომელიც მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ იყო. გამოდის, რომ იქ თუ რაღაც სადავო იყო და მგონი იქ თუც არ უნდა იყოს ჩართული, ეროვნულმა ბანკმა და მაშინდელმა ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ეს გაატარა და დამალა. წარსულში ჩადენილ გადაცდომაზე თუ დარღვევაზე დღეს ინფორმაცია უნდა შევიდეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, რომ მან რეაგირება მოახდინოს. როგორც კი ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ინფორმაცია დაფიქსირდა, მან მაშინვე მოახდინა რეაგირება, გადაუგზავნა ინფორმაცია პროკურატურას, დაიწყო გამოძიება და ეს ასეც უნდა მომხდარიყო. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა მოახდინა რეაგირება, ამ სანქციას დაეთანხმა „თიბისი ბანკი“ მან გადაიხადა რეგულატორის დაკისრებული ჯარიმა, დაეთანხმა მას, დავა ამოიწურა მათ შორის და ამ შემთხვევაში პრეტენზიებს აცხადებენ ის ფიზიკური პირები, რომლებიც ბანკის მენეჯმენტიდან არიან გასულები“, - აღნიშნავს მამუკა მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე იმ წერილზეც საუბრობს, რომელიც მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვისას საგამოძიებო უწყებას წარუდგინა. მისი თქმით, აღნიშნული მტკიცებულება არადამაჯერებელია, რადგან ის "ამობეჭდილი ფურცელია" და ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ტექსტის აკრეფა.

„სამწუხაროდ მიწევს ამის თქმა, ეს ქეისი ძალიან ჰგავს ოქუაშვილის ქეისს, სადაც ყოველ დღე ახალ დრამას ვუყურებდით და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ 50 მილიონი ჰქონდა ადამიანს გადასახდელი და სახელმწიფო ეუბნებოდა, რომ ცოტ-ცოტა გადაიხადე, რომ გაგაგრძელებინო მუშაობა. ამაზე იყო დავა“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.


რესპონდენტის თქმით, ასევე არადამაჯერებელია „ფრესკოს“ წარმომადგენლის ვიდეო მიმართვა, რომელიც ამბობს, რომ ბიზნესს სახელმწიფო ზღუდავს. მდინარაძის განცხადებით, თუკი ასეთი კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, მაშინ კონკრეტულად ამ თემაზე უნდა იყოს საუბარი, რადგან ვიღაც პირების მხრიდან იარაღით მუქარა დანაშაულია, თუმცა, ის ხელისუფლებას არ უნდა დაბრალდეს. დეპუტატი ვარაუდობს, რომ სუბიექტური ინტერესების გათვალისწინებით ხდება მსგავსი განცხადებების კეთება.


„გახსოვთ თავიდან როგორ დაიწყეს? თითქოს ბიძინა ივანიშვილს უნდოდა ანაკლიის პორტი, ბიძინა ივანიშვილს უნდოდა „თიბისი ბანკი“. ახლა მოხსნეს ეს მესიჯები, არ გამოვიდა და ახლა წერილზე დაიწყეს საუბარი. ამ დროს ერთია რა ხდება, მაგრამ გადაიტანეს ყურადღება ამ წერილზე. მაინცდამაინც იმ კაცს აბრალებენ ამ ყველაფერს, რომელმაც სამი მილიარდი დოლარი დახარჯა ამ ქვეყანაში ქველმოქმედებაზე. თურმე ვიღაცას ხან ოთხ თითს აჩვენებს და რაღაც სისულელეებზე გვიწევს ლაპარაკი და თავის მართლება როცა შევქმენით სისტემა, სადაც ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი. გვაქვს ძალიან საეჭვო ტრანზაქციები ერთი მხრივ, 17 მილიონს რომ ეხება და აქეთ წერილი, ფურცელზე ამობეჭდილი, რომელზეც უნდა ვამტკიცოთ, რომ დედას გეფიცებით ამას არ დაუწერია“,- განაცხადა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930