გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოდან ექსპორტი, იანვარ-თებერვალში, 13 პროცენტით გაიზარდა

13-03-2019

2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 739.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.6 პროცენტით მეტია - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.


მათივე მონაცემებით, მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 505.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (13.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 234.8 მლნ. აშშ დოლარი (0.1 პროცენტით მეტი).


უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-თებერვალში 729.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.9 პროცენტი შეადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031