13-03-2019
წლის მეორე სუპერტურნირის ჰარუ ბაშოს მეორე დღეს ტოჩინოშინი ნიშიკიგის დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ორთაბრძოლაში დაამარცხა.
ქართველმა შეხვედრა მძლავრი ტაჩიაით დაიწყო, უპირატესობა მოიპოვა და მოგება-წაგების ბალანსი გაათანაბრა – 2:2.
ქართველ სუმოისტს ოძეკის რანგის შესანარჩუნებლად აუცილებლად დადებითი ბალანსი, ანუ კაჩი-კოში სჭირდება. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ბრაზილიელი პირველი მაეგაშირა კაისეი იქნება.