გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო კილაძე ოკუპირებულ გალში დაღუპული ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს უსამძიმრებს

13-03-2019

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ოკუპირებულ გალში ახალგაზრდა ქართველის,
ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და ოჯახს უსამძიმრებს.


„პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო დაღუპული ახალგაზრდის, ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს. ეთნიკური ქართველები, ყოველდღიურად ხდებიან დევნის და ძალადობის მსხვერპლი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკაშირებით, ბუნებრივია, გამიჭირდება რაიმე კონკრეტულის თქმა, სანამ არ გაირკვევა სიმართლე. ამაზე შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ და იმედი მაქვს, მალე გვექნება უფრო მეტი სიცხადე, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

თუ საოკუპაციო რეჟიმის რომელიმე წარმომადგენლის დანაშაული დადასტურდა, კანონის მთელი სიმკაცრით მოუწევს პასუხისგება. ჩვენი ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, გერმანელ კოლეგებს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მივაწოდეთ ინფორმაცია ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო გარემოებებში დაღუპვის შესახებ. სამწუხაროდ, ჩვენს ხელთ არსებული რეალური ბერკეტი სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგომა და მათი მხრიდან ასეთ ფაქტებზე რეაგირებაა"- განაცხადა კილაძემ.


გალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.
დაღუპულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობის წევრებმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930