გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 4 რეისი გაუქმდა

21-12-2017

ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები ვერ შესრულდა. უამინდობის გამო 4 რეისი გაუქმდა, ხოლო 2 შეფერხდა. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, ამინდი დილიდან გაუმჯობესდა და აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში აღადგინა. 
„ძლიერი ნისლის გამო ფრენები ვერ შესრულდა ვარშავის, მიუნხენის და სტამბოლის ორივე აეროპორტის მიმართულებით. მოსკოვიდან და სტამბოლის გოგჩენის აეროპორტიდან გამოფრენილი რეისები კი ჯერ სხვა აეროპორტში დაჯდა და როგორც კი აღდგა ფრენები, თბილისის მიმართულებით გამოფრინდნენ. აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში აღადგინა“, - განაცხადეს თბილისის აეროპორტში. 

ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728