16-03-2019
სოციალური ქსელის მომხმარებელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის სახლის გაქურდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „ფეისბუქში“ კომენტარს უკეთებს.
„ეტყობა ქურდმა იფიქრა, რომ თალაკვაძე სეიფში გამოუქვეყნებელ ლექსებს ინახავდა“-წერს ფეისბუქ მომხმარებელი.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სახლი გაქურდეს.
ბოროტმოქმედმა, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა, თალაკვაძის სახლიდან სეიფი წაიღო, სადაც დეპუტატის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა.
ამასთან, შეგახსენებთ აგრეთვე, რომ ცოტა ხნის წინ არჩილ თალაკვაძის ლექსების კრებული „ლირიკული ლარნაკი“ ფართო საზოგადოების განხილვის თემა გახდა.
13-01-2025