გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანი ურუგვაისა და არგენტინას ეწვევა

18-03-2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალინი ლათინური ამერიკის ტურნეს ფარგლებში ოფიციალური ვიზიტით არგენტინასა და ურუგვაის ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს კონფრენციაში "სამხრეთ-სამხრეთი თანამშრომლობა" (სოუტჰ-სოუტჰ ცოოპერატიონ) და სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს, რომელთა შორის არიან ლათინური ამერიკის, აფრიკის, წყნარი ოკეანის ქვეყნების აუზის სახელმწიფოთა მეთაურები.


„ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს არგენტინასა და ურუგვაიში გამართავს. არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედება არგენტინელ კოლეგას ხორხე ფორისს, ასევე არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. ქ. ბუენოს-აირესში დაგეგმილი კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან ლათინური ამერიკისა და აფრიკის სახელმწიფოებიდან.


ურუგვაიში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან როდოლფო ნინ ნოვოასთან, ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტთან, სენატის თავმჯდომარესთან, ასევე წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან და ურუგვაის პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებთან. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, როგორც არგენტინაში, ასევე ურუგვაიში შეხვდება ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.

აღსანიშნავია, რომ არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ( FAO ) დირექტორობის კანდიდატი საქართველოდან დავით კირვალიძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები“, - წერია სააგრეოს საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031