გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კონსტანტინე სურგულაძემ მალტის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

18-03-2019

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ მალტის რესპუბლიკის პრეზიდენტს მარი-ლუიზ კოლეირო პრეკას რწმუნებათა სიგელები გადასცა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ხაზი გაესვა საქართველოსა და მალტას შორის არსებულ დინამიურ თანამშრომლობას კულტურის, განათლებისა და ეკონიმიკის სფეროებში. გამოითქვა მზადყოფნა თანამშრომლობის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ.


კონსტანტინე სურგულაძემ მადლობა გადაუხადა მალტის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა საქართველოს პარტნიორების მხრიდან მისი უწყვეტი მხარდაჭერის მნიშვნელობა.


მალტის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში კონსტანტინე სურგულაძემ შეხვედრა გამართა მალტის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან ანჯელო ფარუჯასთან. მხარეებმა საქართველო-მალტას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხებზე და საპარლამენტთაშორისო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.


როგორც კონსტანტინე სურგულაძემ აღნიშნა იგი ძალიან აფასებს მალტის მხარდაჭერას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და საჭიროა საპარლამენტო თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031