გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განათლების სამინისტრო ხუთი ლიტერატურული ჟურნალის გამოცემას დააფინანსებს

26-03-2019

საკონკურსო კომისიამ გამოავლინა ჟურნალები, რომლებსაც განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო 2019 წელს დააფინანსებს. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, ეს ჟურნალებია: საბავშვო ლიტერატურული ჟურნალები - „დილა“ (25,000 ლარი) და "შოკოლიტი"(25,000 ლარი).

ლიტერატურული ჟურნალები - "ცისკარი" (35,000 ლარი), „არილი“(48,000 ლარი) და „ახალი საუნჯე“(49,000 ლარი).


კონკურსი ლიტერატურული ჟურნალებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად მწერალთა სახლმა ამა წლის 25 თებერვალს გამოაცხადა. სულ შემოვიდა ხუთი განაცხადი. საბავშვო ჟურნალების კონკურსზე წარდგენილი იყო ორი ჟურნალი: „დილა“ და "შოკოლიტი". ლიტერატურული ჟურნალების კონკურსზე კი სამი ჟურნალი: „არილი“, „ცისკარი“ და „ახალი საუნჯე“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031