გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „აქსის თაუერსის“ პროექტის ნაწილი გაიხსნა

27-03-2019

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „აქსის თაუერსის“ ცათამბჯენის ერთ-ერთი მიმართულება - სავაჭრო ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო. ულტრათანამედროვე კომპლექსის პირველი ბინადარი, აგროპროდუქტების პოპულარული ჰიპერმარკეტი - „აგროჰაბი“ იქნება.

დედაქალაქში ყველაზე მაღალი შენობის მშენებლობა, რომელიც სიმაღლეში 147 მეტრია, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ბანკმა აღნიშნული პრექტისთვის 25 მილიონ აშშ დოლარის დაფინანსება გამოყო.


„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. „აქსისი“ გამორჩეული არქიტექტურით, დატვირთული სხვადასხვა ფუნქციებით, მასშტაბითა და მნიშვნელობით ქართული არქიტექტურისა და ინჟინერიის წარმატების სიმბოლოდ არის აღიარებული. ამიტომ ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა, მხარი დავუჭიროთ ასეთი პროექტის განვითარებას. ვფიქრობთ, საქართველოს ბანკისა და აქსისის პარტნიორობის შედეგად განხორციელებული ინვესტიცია, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიის სამომავლო განვითარებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა.


„აქსის თაუერსის“ გამორჩეული არქიტექტურა - 37-სართულიანი ნაგებობითა და დამატებით 4 მიწისქვეშა სართულით. პიედესტალით გაერთიანებული ქვისა და მინის კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ბრუნავს ბირთვის გარშემო, რაც შენობების მოძრაობის ილუზიას ქმნის. „აქსის თაუერსი“ მთლიანად ქართული პროექტია, რომელიც შექმნილია ქართველი არქიტექტორების მიერ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. კომპლექსი თანაინვესტირების ფონდის თანამონაწილეობით აშენდა, პროექტის ერთობლივი ინვესტიცია 100 მლნ დოლარს შეადგენს. „აქსის თაუერსის“ 5 დეველოპერულ მიმართულება აერთიანებს - 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „პულმანს“, ბიზნესცენტრს, გასართობს, საცხოვრებელსა და კომერციულ სივრცეებს. კომპლექსში, ასევე, განთავსდება საგამოფენო და რეკრეაციული სივრცეები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031