28-03-2019
28-30 მარტს საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ და ზეგ დედაქალაქში ტემპერატურა დაიკლებს და იქნება ღამით 2 და 1 გრადუსი, დღისით კი - 10 და 8 გრადუსი. ცივი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
მთიან და მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
13-01-2025