გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

29-03-2019

პირადი ცხოვრების კადრების იუთუბზე გავრცელების ბრალდებით დაკავებულ მირიან მჟავანაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. მჟავანაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გირაოს თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.


ადვოკატი 1000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ლევან დავითაიას განცხადებით, მჟავანაძე ბრალს აღიარებს. მისი თქმით, ბრალდებულმა ვიდეო იუთუბზე საკუთარი არხის პოპულარიზაციის მიზნით განათავსა და სხვა მიზანი მის ქმედებას არ ჰქონია.


ადვოკატის თქმით, ფეისბუქის მომხმარებელი, რომელმაც ვიდეო მჟავანაძეს გაუგზავნა, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებაში სხვა ბრალდებულების საქმეშიც ფიგურირებს.


საქმის პროკურორის, გიორგი მუკბანიანის თქმით, აღნიშნული ფეისბუქმომხმარებლის ირგვლივ საგამოძიებო მოქმედებები კიდევ გრძელდება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურორი მის ვინაობას არ ასახელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031