29-03-2019
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს და ოპოზიცონერ დეპუტატ ელენე ხოშტარიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ხოშტარიამ კილაძეს თავხედი უწოდა და მოუწოდა, რომ ზრდილობა ისწავლოს. ელენე ხოშტარიას გაღიზიანება სოფო კილაძის რეპლიკას მოყვა, რომელმაც კოლეგას მიმართა დემაგოგიური განცხადებები შეეწყვიტა.
„წესიერად ილაპარაკე, ძალიან ბევრს გითმენს ყველა. ადამიანი არ იცი, ადამიანის უფლებები არ იცი, ზრდილობა არ იცი – ადამიანის უფლებები რომ არ გესმის, ზრდილობა მაინც ისწავლე”, - მიმართა ელენე ხოშტარიამ სოფო კილაძეს.
კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთი მსჯელობის მთავარი საკითხი არის ის, თუ რა შესაძლო საბიუჯეტო ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს, რათა სოციალური მუშაკების მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდეს
13-01-2025