გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ბურჯანაძის შვილი ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში მიდის

29-03-2019

პოლიტიკური პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შვილი ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში მიდის. ამის შესახებ ანზორ ბიწაძემ "რადიო პალიტრის" ეთერში განაცხადა.


ანზორ ბიწაძის თქმით, იგი დედასთან ერთად "დემოკრატიულ მოძრაობაში" იქნება, რაშიც სრული მხარდაჭერა აქვს საბჭოს მთავარი წევრებისგან.

"პარტიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია, რა თქმა უნდა, ვიქნები "დემოკრატიულ მოძრაობაში“. ამ თვის ბოლოს გამოცხადდება თარიღი შემდეგი ყრილობის. ძალიან საინტერესო გეგმებს, ხედვებს შევთავაზებთ ჩვენს ამომრჩევლებს. მე მივიღე სრული მხარდაჭერა საბჭოს მთავარი წევრებისგან, რადგან ეს ადამიანები არიან მოწმე იმ შრომისა, რომელიც მე მათთან ერთად გავწიე. მე მექნება ჩემი მოკრძალებული ადგილი იმ მიმართულებით, რომ ვიყო ღია კომუნიკაციაში ამომრჩეველთან. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს ყველაფერი. პირველ რიგში, რასაც მე ვაპირებ არის ის, რომ გავაგრძელო ის დაუღალავი შრომა, რომ ჩვენი პარტიული სტრუქტურები და ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაახლოებული ხალხთან. დადგა ის დრო, როდესაც ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.


ინტერპრესნიუსი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031