გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯარიმა/საურავებისგან შესაძლოა, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებიც გათავისუფლდნენ

2-04-2019

ჯარიმა/საურავებისგან შესაძლოა, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებიც გათავისუფლდნენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.


სარჯველაძემ კომიტეტის წევრებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტი გააცნო. რომლის მიხედვით, ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელებისგან ერთჯერადად თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს.


ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება:

სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია;
ასაკით პენსიონერი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი-დევნილი.


მისისვე თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს, რომ ამ ჩამონათვალს მრავალშვილიანი ოჯახის წევრებიც დაემატოს. გადაწყვეტილებას დეპუტატები კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანამდე გაეცნობიან.



ცნობისთვის, მოქალაქეებს სახდელთან ერთად მასზე დარიცხული საურავიც ჩამოეწერებათ. მთლიანობაში საუბარია მოქალაქეების 22 მილიონ ლარამდე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031