გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის მეპატრონეები გარკვეული პერიოდი იყვნენ სამინისტროები, რომლებსაც დიმიტრი შაშკინი ხელმძღვანელობდა

2-04-2019

ექსპერტმა გია აბაშიძემ დღეს მედიის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა, სადაც საუბარია თუ როგორ შეაღწია „ნაციონალური მოძრაობამ“ სამოქალაქო სექტორში საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის გაზრდის მიზნით.


მისი თქმით, რეალურად, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლიდან მეხუთე წელს იწყება არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა, დაფინანსება.
"რეალურად, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლიდან მეხუთე წელს იწყება არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა, დაფინანსება. 2009 წლის 11 მაისს #233 მთავრობის განკარგულებით შეიქმნა სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი.


ამ ფონდის მეპატრონე გარკვეული პერიოდი იყო სხვადასხვა სამინისტროები. ერთი პერიოდი იყო განათლების სამინისტრო, შემდგომ თავდაცვის სამინსიტრო, შემდგომ პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო, რატომ? იმიტომ რომ სადაც კი იყო ამ სამინისტროების თავკაცი ბატონი დიმიტრი შაშკინი, ყოველთვის ეს ფონდი მისი კურატორობის ქვეშ ექცეოდა.


ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. ნაცმოძრაობის დროს პარტიის ხაზით ამ ფონდს მეთვალყურეობას უწევდა ჩიორა თაქთაქიშვილი. ფონდი გრანტებს გასცემდა არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებზე“- განაცხადა გია აბაშიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930