გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაბრიჭიძე: "ე.წ. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები“ ამჟღავნებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები არიან

2-04-2019

"ე.წ. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები ყველა თავიანთ ქმედებასა თუ განცხადებაში ამჟღავნებენ და პირდაპირ ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები არიან - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ანალიტიკოს გია აბაძიძის კვლევას -„ნაციონალური მოძრაობის შეღწევა სამოქალაქო სექტორში - საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის გაზრდის მიზნით. 


"რას ნიშნავს „გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები“ , ვისზე და რაზე აქვთ გავლენა? საიდან აქვთ? საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით რამდენი პროცენტი ადევნებს თვალს მათ კვლევებს, რამდენ პროცენტს აინტერესებს, საერთოდ რას ქექავენ ისინი და რის გაუმჯობესებას გვპირდებიან. გავიხსენოთ, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საპრეზიდენტო არჩევნებისას ყალბ პირადობებზე რომ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მათ ჰქონდათ დოკუმენტაცია, შემდეგ კი არ აღმოაჩნდათ - მათ პირდაპირ ჰქონდათ დავალება მიცემული „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომ ეს ეთქვათ თუ რამე მოჰყვებოდა. თუმცა საზოგადოებას შერჩნენ პირისპირ და ბოდიშიც არ მოიხადეს, ამ ტყულისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის. ბევრი მსგავსი შემთხევევა იყო“ - აცხადებს გია გაბრიჭიძე. 


მისი თქმით, ეს სექტორი „ნაციონალური მოძრაობის“ სამჭედლო იყო. ისინი აფინანსებდნენ, ყველაფერს უკეთებდნენ ამ ხალხს, რათა შემდგომში ამ არასამთავრობო სექტორიდან მათ გახსნოდათ გზა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში გადაენაცვლათ. 


„დაწყებული ჭიაბერაშვილის მაგალითიდან, რომელიც ერთ-ერთი არასამთავრობოს ხელმძღვანელი იყო, იგივე ბოკერია, ლომაია, დარჩიაშვილი - მათთვის ტრამპლინი იყო ეს ორგანიზაციები. შემდეგ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხანა დასრულდა, პირიქით მოხდა - პოლიციის კაპიტანი, სასაზღვრო ჯარების სარდალი - ეკა გიგაური უცებ გადახტა არასამთავრობო სექტორში და გახდა „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი, რომელიც ძალიან საინტერესოა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიის, რუსთავი 2-ის ერთ-ერთ რბილ და ლამაზ პროექტს - „ჩემი ცოლის დაქალებს“ აფინანსებს. ერთ-ერთი სპონსორია, ტიტრებში თუ დააკვირდებით. ესენი არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ქვეგანყოფილება, რომლებიც პირდაპირ იღებენ მესიჯებს და დავალებებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ახმოვანებენ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ეს“ - აცხადებს გაბრიჭიძე.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031