3-04-2019
ლადო სადღობელაშვილი, რომელიც საკუთარ თავს უფლებადამცველს უწოდებს, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც რუსთავი2-ის ეთერში 2 აპრილს გავიდა. სააკაშვილტან ინტერვიუ ნიკა გვარამიამ ჩაწერა.
სადღობელაშვილი სააკაშვილის შესაძლებლობებით აღტაცებას ვერ მალავს და წერს, რომ მის ფრჩხილთანაც გაუჭირდება ბევრს მისვლა.
"მძულს და მეზიზღება სააკაშვილი, თუმცა ვაღიარებ, რომ ასეთი დონის პოლიტიკოსი დღეს საქართველოში არ არის! როგორც პოლიტიკოსთან, მის ფრჩხილთანაც გაუჭირდება ბევრს მისვლა! პოლიტიკოსია და არა ბანკირი, ბიზნესმენი, "დელეცი" და ა.შ. პროფესია - პოლიტიკოსი! მსოფლიო დონის და არა თბილისის რომელიმე ქუჩის!", - წერს ლადო სადღობელაშვილი.
13-01-2025