გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: რატომ დაეთმო უფასო რეკლამის ესოდენ დიდი დრო გრიგოლ ვაშაძეს, კომენტარის გარეშეც ნათელია

3-04-2019

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება.


მისი თქმით, რუსთავი 2 პარტიული ტელევიზიაა და მთავარ შეკითხვაზე პასუხი, თუ რატომ დაეთმო უფასო რეკლამის დიდი დრო გრიგოლ ვაშაძეს და ფასიანი რეკლამის ლომის წილი რატომ განთავსდა რუსთავი 2-ზე, ეს კომენტარის გარეშეც ნათელია.


"კვლევა საკმაოდ დამაფიქრებელია. სხვა ინფორმაციაა მიწოდებული შტაბებიდან და სხვა ინფორმაცია ააქვს გამოქვეყნებული რუსთავი 2-ს, თუ რამდენი დახარჯა დეპუტატმა თავისი ფასიანი რეკლამისათვის. აქ, საკმაოდ დიდია სხვაობები და ალბათ ამით უფრო დეტალურად დაინტერესებაა საჭირო. მთავარი შეკითხვა რომელიც ისმის, თუ რატომ აქვს უფასო რეკლამის ესოდენ დიდი დრო დათმობილი გრიგოლ ვაშაძეს, ეს კომენტარის გარეშეც ნათელია. ეს არის პარტიული ტელევიზია და როგორც ყველაზე დიდი და გადაჭარბებით მიცემული დრო უფასო რეკლამისათვის, ასევე მთლიანად ფასიანი რეკლამის ლომის წილის რუსთავი 2-ზე განთავსება, ჩვეულებრივი მოვლენაა, რასაც დღეს თვალყურს ვადევნებთ. ფაქტიურად, გამოდის რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ერთი ჯიბიდან ამოიღო თანხა და მეორე ჯიბეში ჩაიდო. უსამართლობასთან ერთად, აქ გარკვეული პოლიტიკური დასკვნების გაკეთებაც შეიძლება, რაც ვფიქრობ საზოგადოებისთვის და არა მარტო ქართული საზოგადოებისთვის საინტერესოა“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031