გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"არ არსებობს ჩემი მაკომპრომიტირებელი ჩანაწერი" - არჩილ ხაბაძის პირველი კომენტარი

3-04-2019

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მედიაში გავრცელებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერზე "პრაიმტაიმთან" პირველ კომენტარს აკეთებს.


„ძალიან კარგად ვიცით ყველამ, რომ უკანონო ფარული ჩანაწერები და თვალთვალი, მიყურადება, დამონტაჟება, სხვადასხვა ფაბრიკაციები არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. ეს ყველაფერი ჩვენ ჩავაბარეთ გუშინდელ დღეს, მათ რეჟიმთან ერთად. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არ არსებობს არანაირი ჩანაწერი, დარწმუნებული ვარ ამაში ღრმად, რომ არ არსებობს რაიმე ჩანაწერი, რომელიც იქნება ჩემი მაკომპრომეტირებელი.

იყო სხვადასხვა პროვოკაციები ჩემი გადადგომის შემდეგ, ჩემი იმ თანამდებობიდან წამოსვლის შემდეგ და ძალიან ბევრი, რომელიც ამ ძალასთან იყო დარწმუნებული ვარ, დაკავშირებული, ცდილობდა რაღაცა მსგავსი ჩანაწერების მოპოვებას ჩემგან, მაგრამ ასეთი ჩანაწერი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბუნებაში ვერ იარსებებს. აქედან გამომდინარე საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა დაამონტაჟა, ვინ რა ფაბრიკაცია მოამზადა და რა ნაგავი შექმნა და ამ ნაგვის და სიბინძურის ქექვას ნამდვილად არ ვაპირებ“, - განუცხადა "პრაიმტაიმს" არჩილ ხაბაძემ.


ცნობისთვის: დღეს მედიაში გავრცელდა არჩილ ხაბაძის და უცხო პირის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც არჩევნებთან დაკავშირებული თემები განიხლება.


primetime

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930