გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
როგორ უნდა ამოყიდონ კომპანიებმა პოლიეთილენის პარკების ნაშთები

5-04-2019

ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის ქრისტინე ვარდანაშვილის განცხადებით, ობიექტებს პოლიეთილენის პარკების ამოყიდვისთვის ვადა არ მიეცემათ. 



„ტექნიკური რეგლამენტი გადავადებას ან ნაშთების ამოყიდვას არ ითვალისწინებს. რეგლამენტი 14 სექტემბერს არის მიღებული და იქიდან მოყოლებული ყველამ იცოდა, რომ 2019 წლის 1-ლი აპრილიდან პლასტიკის პარკების რეალიზაცია, წარმოება და იმპორტი სრულად აიკრძალებოდა. შესაბამისად, ბიზნესი ამ რეგულაციას მომზადებული უნდა შეხვედროდა.

თუმცა, მინდა გითხრათ, რომ პოლიეთილენის პარკების ექსპორტი არ არის აკრძალული, შესაბამისად, თუ პირებს დიდი რაოდენობით აქვთ შეძენილი, შეუძლიათ ექსპორტზე გაიტანონ ან გადამამუშავებელ კომპანიებს მისცენ, რომლებიც ამ პარკებს გადაამუშავებენ და სხვა პროდუქციას მიიღებენ,“-აღნიშნა ვარდანაშვილმა გადაცემა"საქმის" ეთერში.


2019 წლის 1-ლი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება. აღნიშნული ეხება პარფიუმერიის თუ სხვა მაღაზიათა ქსელში გამოყენებულ პარკებსაც.

კოდექსის მიხედვით რეგულირების წესის დარღვევა მეწარმე სუბიექტის 500 ლარით დაჯარიმებას და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას, განმეორებით ჩადენილი ქმედება კი მეწარმე სუბიექტის 1 000 ლარით დაჯარიმებას და ასევე პროდუქციის კონფისკაციას გამოიწვევს.


ბიზნესპრესნიუსი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031