6-04-2019
ბათუმში დღეს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა.
ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.
„ყველას მოგესალმებით. ვფიქრობ, ეს არის დიდი დღე ბათუმისთვის და არის დიდი დღე საქართველოსთვის. ძალიან დიდი პატივია საქართველოსთვის, რომ აქ ტარდება ძალოსნობის ამ წლის ჩემპიონატი. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ მოიპოვა ამ სპორტის სახეობაში და არა მხოლოდ ამ სპორტის სახეობაში, საერთაშორისო სპორტული თანამეგობრობის ნდობა.
ეს არის დამსახურება ჩვენი წარმატებული სპორტსმენების, რომლებსაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ჩემპიონატი 13 აპრილამდე გაგრძელდება.
13-01-2025