გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სინოპტიკოსები 10 აპრილამდე უნალექო ამინდს პროგნოზირებენ

8-04-2019

სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში 10 აპრილამდე ძირითადად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 აპრილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

ჰაერის ტემპერატურა +23+28, სანაპირო რაიონებში +17 +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20,+25 გრადუსის ფარგლებში იქნება.


„11 აპრილს შედარებით აგრილდება და იწვიმებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031