გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ივანიშვილი: მურუსიძე, ჩინჩალაძე - ყველა ეს გვარი და მათი ოდიოზურობა მოდის „ნაციონალური მოძრაობისა და მათგან მართული „ენჯეობისგან"

10-04-2019

„ქართულიო ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის პარლამენტში შესვლის საკითხს გამოეხმაურა.


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მმართველი პარტიიდან რამდენიმე წევრის წასვლის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ გუნდიდან წასვლის მიზეზი არ ჰქონდათ. მისი თქმით, გუნდში მოსამართლეთა კანიდატების თავისუფალ კენჭისყრაზეც იმსჯელეს.


„მათ არ ჰქონდათ გუნდიდან წასვლის მიზეზი, რამეთუ თავში სიის განხილვაზე იყო, სიამ გადაიწია. შემდგომ, კამათი წავიდა კრიტერიუმებზე. კრიტერიუმებზე დიდი პოლემიკა იყო გუნდში, რამდენიმე ვარიანტი იყო. ყოველთვის ყველა ვაცხადებდით ამას და ვთანხდებოდით, რომ კონსტიტუციის საწინაღმდეგო არაფერი არ უნდა შემოვიღოთ, როდესაც კრიტერიუმებზეა საუბარი. ეს სამეული მუდამ აპელირებდა ისეთი კრიტერიუმებით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა იმ კონსტიტუციასთან, რომელსაც წელიწადნახევრის წინ თვითონვე მისცეს ხმა, რაც გაუგებრობას იწვევდა.


როგორც გახსოვთ, (სიასში არსებულ) რამდენიმე გვარზე იყოს საუბარი. სიაში მურუსიძე არ იყო, მაგრამ 2-3 გვარზე იყო კამათი... სია გაიწვიეს, კრიტერიუმებზე ვმუშაობთ, როგორ უნდა შემოვიდეს და ვინ უნდა მოვიდეს პარლამენტამდე. პარლამენტში არავითარი ვიწრო ადგილი აღარ დავტოვეთ, როდესაც შევთანხმდით, რომ თითოეულ გვარზე, სანამ პარლამენტში გავა, შეგვიძლია უმრავლესობა შევიკრიბოთ. თუ ვინეს ექნება არგუმენტი გვარზე, რომ ეს არის ოდიოზური, ან მიუღებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, იქვე ვუყრიდით კენჭს და ამ კენჭისყრას აღარ შეცვლიდნენ ისინი საპარლამენტო სესიაზე. ამითაც დავაზღვიეთ. პრაქტიკულად, იქ კითხვები აღარ არსებობდა, მაგრამ ისინი ვერ წყნარდებოდნენ, უფრო სწორედ არ წყნარდებოდნენ ჩემი აზრით. მათ გუნდიდან გასვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი. უნდოდათ ეს მიზეზად გამოეყენებინათ“, - განაცხადა ივანიშვილმა.


მისივე თქმით, მურუსიძე, ჩინჩალაძე - ყველა ეს გვარი და მათი ოდიოზურობა მოდის „ნაციონალური მოძრაობისა და მათგან მართული „ენჯეობისგან“.

ივანიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ამ მოსამართლეების გვარები მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც საჯარო სივრცეში მათი ლანძღვა დაიწყო.

„როგორც ჩანს, მურუსიძე-ჩინჩალაძის გვარები ამორჩეულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და არა ჩვენ მიერ. ჩვენ ეს გვარები არ ვიცოდით და „ქართული ოცნების“ წევრებს ამაზე აქცენტი არასდროს არ გაუკეთებიათ. გვარები ჩვენ გავიგეთ, როცა მათი ლანძღვა დაიწყო საჯარო სივრცეში. ყველა ეს გვარი და მათი ოდიოზურობა, კლანურობა მოდის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათგან მართული „ენჯეოების“ მხრიდან. მიზეზი არის მხოლოდ ის, რომ მათ სასამართლოზე გავლენა დაკარგეს და მათ დაბრუნებას ცდილობენ,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930