გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილს იმაზე ბევრად მეტი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, ვიდრე ერთ მოქალაქეს ევალება

10-04-2019

ბიძინა ივანიშვილს იმაზე ბევრად მეტი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, ვიდრე ერთ მოქალაქეს ევალება, - ას აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.


"პრეტენზიები ისმოდა ანაკლიის პროექტზე - აღმოჩნდა, რომ არათუ სუბიექტური ინტერესი, პირიქით, კაპიტალს ჩუქნიდა ანაკლიას.

საზოგადოების გაერთიანებაზე და 9 აპრილზე გამოთქვა პოზიცია - ვიღაცამ თქვა არჩევნებს უკავშირდებაო, - არადა, არჩევნები წელიწადნახევრის შემდეგ არის. სამეგრელოში ჩასვლაც და საზოგადო საქმის მხარდაჭერაც არჩევნებს დაუკავშირეს, თუმცა მანამდე სამმა არჩევნებმა ჩაიარა. და თუ არჩევნებს უკავშირდება ეს საკითხები, ისაუბრეთ თქვენც ბატონებო ამ თემებზე, ვინ აგიკრძალათ?!


სასამართლოზე მოიყვანა კონკრეტული მონაცემები, რომელიც უდავოა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გადამოწმებული აქვთ: 1. გადაწყვეტილებები მოქალაქეების სასარგებლოდ მკვეთრად გაზრდილია 2. სტრასბურგის სასამართლოში კომუნიცირებული საჩივრები მკვეთრად შემცირებულია.

ამ დროს, უკანონო ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანაში 7 წელზე მეტია მშვიდობაა, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, ევროკავშირთან პროგრესი გვაქვს, აშშ-სთან მტკიცე მეგობრობა, მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ჯანდაცვა ბევრად ხელმისაწვდომი, ტურიზმი 3-ჯერ გაზრდილი, განათლებაში კი უპრეცედენტო ინვესტიცია კეთდება. მეტი გვჭირდება? დიახ, გვჭირდება და აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად", - აცხადებს თალაკვაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930