გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„ng.ru“ (რუსეთი): თბილისში მესამე პოლიტიკური ძალა იბადება

12-04-2019

„საქართველოს მმართველი პარტია პერმანენტულად განიცდის დანაკარგებს - „ქართული ოცნების“ რიგების დატოვება ახლა უკვე თბილისის საკრებულოს დეპუტატებმაც დაიწყეს. ისინი შეუერთდნენ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ჰიმნის ავტორი, პოეტი დავით მაღრაძე ხელმძღვანელობს. მოძრაობის ყრილობა 13 აპრილს გაიმართება. დღის წესრიგში ერთი მთავარი ამოცანაა - შეძლებს თუ არა „დაიცავი საქართველო“ მესამე პოლიტიკურ ცენტრად იქცეს?“ - ასე იწყება რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საქართველოში ბოლო დღეებში მომხდარი შიდაპოლიტიკური ამბებია განხილული.„საქართველოს მმართველი პარტია პერმანენტულად განიცდის დანაკარგებს - „ქართული ოცნების“ რიგების დატოვება ახლა უკვე თბილისის საკრებულოს დეპუტატებმაც დაიწყეს. ისინი შეუერთდნენ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ჰიმნის ავტორი, პოეტი დავით მაღრაძე ხელმძღვანელობს. მოძრაობის ყრილობა 13 აპრილს გაიმართება. დღის წესრიგში ერთი მთავარი ამოცანაა - შეძლებს თუ არა „დაიცავი საქართველო“ მესამე პოლიტიკურ ცენტრად იქცეს?“ - ასე იწყება რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საქართველოში ბოლო დღეებში მომხდარი შიდაპოლიტიკური ამბებია განხილული.


საინფორმაციო-შემეცნებით პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:


„გასული წლის ნოემბერში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს „დაიცავი საქართველო“ ხელისუფლების მხარეზე გამოვიდა და მის „არაოფიციალურ“ კანდიდატს - სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირა. იმ ხანებში დავით მაღრაძემ მიანიშნა, რომ არჩევანი ორი ბოროტებიდან ნაკლებ ბოროტებაზე უნდა გაკეთდეს - „მართალია, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს იმედი გაუცრუა, მაგრამ „ნაციონალების“ წარმატება საერთოდ მიუღებელიაო. ახლა ეროვნული ჰიმნის ავტორი მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნას ცდილობს: მასში აისახება საზოგადოების იმ ნაწილის ინტერესები, რომლებიც არ იწონებენ არც „ნაციონალებს“ და არც „მეოცნებეებს“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.


სტატიაში ავტორის მიერ ვრცლადაა გამდმოცემული აგრეთვე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელიც მან ტელეკომპანია „იმედს“ მისცა. „ინტერვიუმ ხელისუფლებაში და ოპოზიციაში სხვადასხვანაირი გამოხმაურება ჰპოვა: „ნაციონალებმა“ მას „არაფრისმთქმელი“ უწოდეს, „მეოცნებეებმა“ კი თითქმის პანაცეად გამოაცხადეს - ყველა პრობლემის წამლად.


„რა თქმა უნდა, „ნაციონალების“ პოზიცია გასაგებია: მათ რომ უსმინო, საქართველოს ისეთი ხელისუფლება ჰყავს, რომ „მეოცნებეთა“ ხელში ქვეყანა, ჰა-ჰა, საღამომდე თუ იარსებებს, ღამით კი აუცილებლად ჩამოიშლება. თუმცა, რასაკვირველია, არც „მეოცნებეები“ არიან მთლად მართლები - როცა უკვე შვიდი წელია ხელისუფლებაში ხარ, ყველა დღევანდელ პრობლემაში ისევ წინა ხელისუფლების დადანაშაულება სწორი არ იქნება. ჭეშმარიტება, როგორც ყოველთვის, სადღაც შუაშია. სწორედ ამ „შუა ადგილის“ დაკავებას შეეცდება დავით მაღრაძეც - კარგი პოეტი აქტიური სამოქალაქო პოზიციით, თუმცა რაიმე განსაკუთრებული პოლიტიკური გამოცდილების გარეშე - თავის თანამოაზრეებთან და იმათთან ერთად, ვისთვისაც მიუღებელია „ნაციონალები“ და ვისაც „მეოცნებეებსმა“ იმედები გაუცრუეს“, - აღნიშნავს ავტორი სტატიის დასასრულს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930