გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა აკრედიტაცია საერთაშორისო ISO:17025 სტანდარტით მიიღო

26-04-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორიას საერთაშორისო სტანდარტის აკრედიტაციის სერტიფიკატი გადაეცა.


საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა მუშაობის შეფასების პროცესი და მიიღო აკრედიტაცია საერთაშორისო ISO:17025 სტანდარტით.


აკრედიტაციის მოსაპოვებლად საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში 2018 წლის დასაწყისიდან დამტკიცდა ტექნიკური სახელმძღვანელოები, სტანდარტული ოპერაციული და ადმინისტრაციული პროცედურები, ასევე, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორიის ექსპერტებმა საერთაშორისო კვალიფიკაციის დამადასტურებელი ტესტირებები გაიარეს.


საერთაშორისო სტანდარტით აკრედიტაციის მოპოვების შედეგად, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორიაში მომზადებული დასკვნა აღიარებული და მისაღებია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.


საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორიისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების პროექტი აშშ სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი ექსპერტიზის სხვა მიმართულებების ეტაპობრივი აკრედიტაციისთვის ინტენსიურ მუშაობას განაგრძობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031