გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გაზეთი ,,კოლხეთი’’ 96 წლისაა

1-05-2019

დღეს სენაკის თითქმის საუკუნოვანი მემატიანის - გაზეთ ,,კოლხეთის'' იუბილეა.


„1923 წლის 1-ლი მაისიდან დღემდე ,,კოლხეთმა’’ დროის ქარტეხილები ისე გადალახა, რომ საკუთარი ნიშა არ დაუკარგავს და დღესაც ღირსეულად დგას ქვეყნისა და მშობლიური კუთხის სამსახურში.


სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა 96 წლოვან ბეჭდური სიტყვის ორგანოს წარმომადგენლებს იუბილე მიულოცა - ,,კოლხეთი’’ მუდამ ერთგულად ასრულებდა ჩვენი მუნიციპალიტეტის ჟამთააღმწერლის ფუნქციას. მშობლიური გაზეთის ასეთი სიცოცხლისუნარიანობა იშვიათი და დასაფასებელია. კოლხეთელებს ტრადიციების ახალგაზრდული შემართებით გაგრძელებას, პროფესიულ საქმიანობაში წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებ. შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გაზეთი ,,კოლხეთი’’ ისტორიითა და კულტურული ტრადიციებით მდიდარი კუთხის მაჯისცემას ათწლეულების მანძილზე ასახავდა. ამ საქმეს არაერთი ღვაწლმოსილი ჟურნალისტი და გამორჩეული პიროვნება ემსახურებოდა, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დატოვეს ჩვენი კუთხის კულტურული ცხოვრების ისტორიაში. ,,კოლხეთის'' რედაქციასთან მრავალი სახელოვანი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ხელოვნების წარმომადგენელი თანამშრომლობდა. მის წიაღში აიდგა ფეხი სენაკის ბევრმა ღირსეულმა შვილმა. შეხვედრის დასასრულს კოლხეთელებს მუნიციპალიტეტის მერმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა“-აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031