გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ ანგურიძე: ფაქტია რომ ბანკმა აღიარა არასწორი ტრანზაქციები და ბუნებრივია, ეს არ მომხდარა ბანკის ინიცატივით

1-05-2019

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის, ოთარ ანგურიძის განცხადებით, თბსი ბანკმა აღიარა, რომ ეს ტრანზაქციები იყო არასწორი და ახლა უკვე ყველაფერი მიდის კანონის ჩარჩოებში.


"როგორც ჩანს თვითონ საერთაშორისო აქციონერებმა მოითხოვეს ბანკისგან იმ ზარალის ანაზღაურება, რაც მათ ამ ტრანზაქციით მიადგათ. ბუნებრივია ეს არ არის ბანკის ინიცატივა მაგათი ინიციატივა რომ ყოფილიყო მაშინ მთელი ამ ათი წლის განმავლობაში მოახდენდენ რეაგირებას და დაიწყებდა სამართლებრივ ძიებას თუ როგორ ამოეღო ეს თანხა უკან ამ პირებისგან, თუმცა მანამ არ მოხდა ამ საქმის გამოძება სანამ არ ჩერთო საერთაშორისო აქციონერები. ეს არის ჩვეულებრივი ლეგირტიმური მოთხოვნა. ფაქტია ბაკმა აღიარა რომ ეს ტრანზაქციები იყო არასწორი ამას დაეთანხმენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ახლა უკვე ყველაფერი მიდის კანონის ჩარჩორბში", - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.


თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკსა” და „მარტელო გრუპ ლიმიტედს” შორის დავა მიმდინარეობს. დავის საგანი საკრედიტო ურთიერთობებია. გავრცელებული ინფორმაციით, ამ სარჩელით „თიბისი ბანკი” იმ სადავო 17 მილიონი დოლარის დაბრუნებას ითხოვდა, რომელიც 2008 წელს ბიზნესმენ ავთო წერეთლის კომპანიებზე გაიცა. „მარტელო გრუპ ლიმიტედი” პროკურატურაში „თიბისი ბანკის” საქმეზე დაწყებული გამოძიების საქმეში ფიგურირებს. დღეისთვის, ის მიიჩნევა სადავო 17 მილიონი დოლარის სესხის ვალდებულების შემსრულებლად „თიბისი ბანკში”. პროკურატურის ინფორმაციით, ფულის გათეთრების მუხლით დაწყებული გამოძიების საქმეზე სწორედ „მარტელო გრუპ ლიმიტედზე” გადაფორმდა ვალდებულებები, რომელიც 2008 წელს „თიბისი ბანკიდან” გასესხდა. გამოძიების ცნობით, ეს თანხა ბანკიდან ბიზნესმენ ავთო წერეთლის კომპანიებმა ისესხეს. იმავე დღეს თანხა „თიბისი ბანკის” მაშინდელი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშზე გადაირიცხა, წლის ბოლოს კი, სესხი წერეთლის კომპანიებს ჩამოაწერეს. გამოძიების მტკიცებით, საბოლოოდ, 2012 წელს ყველა საბანკო ვალდებულება ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიაზე „მარტელო გრუპ ლიმიტედზე” გადაფორმდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031