გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში კონფერენცია - „გლობალური კომისიის ანგარიში შრომის მომავალზე და პროფკავშირების პრიორიტეტები“ გაიმართება

2-05-2019

შრომის საერთშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით და პროფკავშირების ორგანიზებით, დღეს, შრომის მომავალზე თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.


კონფერენციას პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი გახსნის.


შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის, პარლამენტის, საერთშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ბარკალაია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე , ელგუჯა მელაძე - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, სერგიუს გლოვაცკასი - შსო/ACTRAV ევროპისა და ცემტრალური აზიის ოფიცერი.


ძირითად მოხსენებას გააკეთებს მარია ჰელენა ანდრე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მშრომელთა აქტივობების ბიუროს (ILO/ACTRAV) დირექტორი, რომელიც წარმოადგენს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, გლობალური კომისიის ანგარიშს: “შრომა უფრო ნათელი მომავლისთვის”, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად ასახულია საქართველოს შრომით სფეროში არსებული მდგომარეობა.


პროფკავშირების წარმომადგენლები წარმოადგენენ პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკურ, სოციალურ და დასაქმების სექტორში დღეისთვის არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.


განსახილველ საკითხებს შორისაა - გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (UN SDGS) მნიშვნელობა პროფკავშირული პრიორიტეტების მიღწევის საკითხში. განიხილება დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა და შრომის მომავალი საქართველოში.


საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031