გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მამა შვილს 18 წელი აწამებდა, რათა ის "ზეადამიანად" ექცია - შემზარავი და დაუჯერებელი ისტორია

21-12-2017

მუდ ჟულიენმა, რომელიც 60 წლის არის მის შემზარავ ბავშვობაზე საკუთარ მემუარებში ისაუბრა.
როგორც აღმოჩნდა, ჟულიენის მამას დიდიეს, რომელსაც ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა და ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, სურდა, მისი შვილი „ზეადამიანად“ ექცია და ამისთვის მას აწამებდა.
ქალის თქმით, მამა აიძულებდა, კვირაში ორჯერ ელექტრო ღობისთვის ხელი მოეკიდა, ყოველგვარი ემოციების გამოხატვის გარეშე. თვეში ერთხელ კი ვირთხებით სავსე სარდაფში ამწყვევდა, რათა "სიკვდილზე მედიტაციით დაკავებულიყო".
მამა ასევე აიძულებდ შვილს, ვისკი დაელია, შემდეგ კი სწორ ხაზზე გაევლო. ქალის თმით, ამის გამო მას ღვიძლთან დაკავშირებით პრობლემები დღემდე აქვს.
დიდიე, რომელიც 1981 წელს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა, 1936 წელს 6 წლის გოგონა ჯანინი იშვილა, რომელიც შემდეგ ცოლად მოიყვანა.
1957 წელს კი ჯანინმა ჯულიენი გააჩინა.
ისინი საფრნაგეთის ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ. ჟულიენს 10 წლის განმავლობაში სახლის დატოვება ეკრძალებოდა, რადგამ მამა მას „ზეადამიანად“ წვრთნიდა.
ჟულიენმა მამისგან თავის დაღწევა მაშინ მოახერხა, როდესაც 18 წლის იყო. დიდიეს გულის მოგება მუსიკის მასწავლებელმა ანდრე მოლინმა მოახერხა. მან დაარწმუნა დიდიე, რომ მისი შვილისთვის მუსიკა ესწაავლებინა. შემდეგ კი შესთავაზა, გოგონა მის მუსიკალურ სკოლაში გაეშვა, სადაც ის ახალგაზრდა მუსიკოსს შეხვდა. დიდიემ მათ დაქორწინების უფლება მისცა და გოგონამაც დააღწია თავი საშინელ ტანჯვას.
წყვილი 6 წელი ცხოვრობდა ერთად და ერთი გოგონა ეყოლა. შემდეგ ჟულიენი მეორედ გათხოვდა და მეორე ქორწინებიდანაც გოგონა შეეძინა. ის უკვე ბებიაა და პარიზში ცხოვრობს. 
ბავშვობის ტრავმული მოგონებებისგან გასათავისუფლებად, დღემდე სჭირდება თერაპიები.



წყარო: newposts

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930