გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი პეტრიაშვილმა პროფკავშირების მიერ ჩატარებული ტრენინგების შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა

6-05-2019

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში პროფკავშირების მიერ ჩატარებული ტრენინგების შემაჯამებელი ორდღიანი კონფერენცია დაიწყო.


კონფერენციაზე მსჯელობა ეხება პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლების მიერ შრომით უფლებებზე ჩატარებულ ორდღიანი ტრენინგების სერიას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე რეგიონში გაიმართა. განიხილება, როგორც ტრენინგების თემატიკა, ასევე განწყობები, რეგიონებში გამოვლენილი უფლებადარღვევის ფაქტები და შესაძლებლობების ასამაღლებლად და დასაქმებულთა ცნობიერების ასამაღლებლად გადასადგმელი ნაბიჯები. შესაძლებლობების ამამაღლებელ სემინარი სამი თვის განმვლობაში რამდენიმე საკითხზე იმართებოდა, მათ შორის : სოციალურ დიალოგზე და შრომით ურთიერთობებზე. სემინარის ძირითადი ტრენერები საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი და იურისტი თამარ სურმავა იყვნენ.


პროფკავშირების წევრებმა სხვადასხვა სექტორებიდან ტრენერებისგან მიიღეს ინფორმაციას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საქმიანობის, სოციალური დიალოგის კონცეფციის, სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის და მისი სტრუქტურის შესახებ საქართველოში; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ თბილისსა და რეგიონებში ტრენინგების სერია თებერვლის ბოლოს დაიწყო. შეხვედრები უკვე შედგა ბათუმსა და ბაკურიანში. აგრეთვე ქუთაისში. შემაჯამებელი კონფერენცია პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა გახსნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031