გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იზა კელენჯერიძე: როდესაც სასამართლოსა და კონკრეტულად მოსამართლეს ვთხოვთ კანონიერი გადაწყვეტილებების მიღებას, აუცილებელია, რომ მას ამის უფლებას აძლევდეს მოქმედი ნორმები

7-05-2019

მოსამართლე იზა კელენჯერიძის თქმით, ლევან მურუსიძეს "სანდრო გირგვლიანის საქმეზე" კერძო განჩინებაც რომ მიეღო, ეს უკვე მიღებულ შედეგს ვერ შეცვლიდა.


ამის შესახებ კელენჯერიძემ თსუში, მრგვალი მაგიდის – "სამართლებრივი დიალოგი – მოსამართლის საქმიანობის შეფასების სტანდარტები" ფორმატში საუბრისას განაცხადა.


მისივე თქმით, როდესაც მურუსიძეს აკრიტიკებენ, რატომღაც მხედველობაში არ იღებენ იმ გარემოებას, რისი გაკეთების საშუალებას იძლეოდა მაშინ არსებული სამართლებრივი ნორმები.


" დისკუსიის ფარგლებში ვიმსჯელეთ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე და ვიმსჯელეთ, რეალურად, რისი შესაძლებლობა ჰქონდა ლევან მურუსიძეს, რომელიც მაშინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო და "გირგვლიანის საქმეს" განიხილავდა.


დღევანდელი მსჯელობიდან, როდესაც იმ დროისთვის მოქმედი კონკრეტული საპროცესო კანონმდებლობის ნორმები გავაანალიზეთ, დავინახეთ, რომ თურმე ქმედითი და ეფექტური შესაძლებლობები არ ყოფილა. ის, რომ მოსამართლემ თავისი პოზიცია სადმე ასახოს, ამის საშუალება, რა თქმა უნდა, შესაძლოა იყოს, თუმცა ეს რამდენად იმოქმედებდა იმ კონკრეტული საქმის ბედზე და შეცვლიდა თუ არა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, დღეს ყველა მხარესთან დისკუსიაში დავინახეთ, რომ არ იქნებოდა ქმედითი;


ამიტომ, როდესაც სასამართლოსა და კონკრეტულად მოსამართლეს ვთხოვთ კანონიერი გადაწყვეტილებების მიღებას, აუცილებელია, რომ მას ამის უფლებას აძლევდეს მოქმედი ნორმები, მით უმეტეს, საპროცესო ნორმებზეა საუბარი - ბატონ ლევანს აკრიტიკებდნენ იმ კუთხით, რომ დამატებით გამოძიებაში არ დააბრუნა "გირგვლიანის საქმე". საზოგადოება ხედავს, რომ, თითქოს, რაღაც დაირღვა, თუმცა რამდენად შეიძლებოდა ამ დარღვევის გამოსწორება, სამწუხაროდ, ამ არგუმენტს ის ვერ ხედავს", - განაცხადა იზა კელენჯერიძემ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031