გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია ელექტრონულად იქნება შესაძლებელი

13-05-2019

მიმდინარე წლის 20 მაისიდან, მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე, ან სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით იქნება შესაძლებელი.


ახალი სერვისი მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაციას უფრო მოქნილს ხდის - მოქალაქეები შეძლებენ თავად აირჩიონ რეგისტრაციის სასურველი ფორმა და წინასწარ, სახლიდან გაუსვლელად დაგეგმონ გამოცდის ადგილი, თარიღი და დრო.


ელექტრონული რეგისტრაციის მსურველი პირები შეძლებენ სააგენტოს ვებ-გვერდ sa.gov.ge -ზე შეავსონ ელექტრონული განაცხადი, აირჩიონ სასურველი დრო და ქალაქი და გადაიხადონ სერვისის საფასური.


ონლაინ დარეგისტრირებული პირი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, თეორიულ გამოცდაზე მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა გამოცხადდეს. მოქალაქემ სააგენტოში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოკლე ტექსტური შეტყობინება - SMS, ან ელექტრონული ქვითარი).


მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე ელექტრონულად დარეგისტრირების გარდა, გამოცდაზე რეგისტრაცია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვისცენტრშია შესაძლებელი.


დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე - 2 41 91 91, ასევე, ონლაინ საკომუნიკაციო არხებით: ვებგვერდზე
www.sa.gov.ge, ან სააგენტოს Facebook-გვერდზე.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2019    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930