გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი ნაციონალებს: ნურავინ ნუ იყენებს ზუგდიდს დაძაბულობის შესაქმნელად

13-05-2019

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა, სოფელ ჯიხაშკარში ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის აკაკი მინაშვილისა და ამავე პარტიის წევრების მიერ ადგილობრივ ზარანდიების ოჯახში შეჭრისა და მათზე ფიზიკური დაპირისპირების საკითხზე ბრიფინგი გამართა.

ჩიქოვანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზარანდიების ოჯახი ნაციონალური მოძრაობის წევრებს ეუბნებოდნენ არ შეჭრილიყვნენ ეზოში, ამის მიუხედავად ოპოზიციის ლიდერები ძალის გამოყენებით შეიჭრნენ კერძო საკუთრებაში. ჩიქოვანი ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტს პროვოკაციად და სიტუაციის არევის მცდელობად აფასებს.

,, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ყავს ნაციონალურ მოძრაობას ზუგდიდში ჩამოყვანილი, რომელთაც წარმოდგენაც არა აქვთ ზუგდიდზე და ზუგდიდელებზე, რა ღირებულებებით ვცხოვრობთ აქ. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს, პატივს ვცემთ ერთმანეთის ღირებულებებს და მოსაზრებებს და არ ვუვარდებით ერთმანეთს სახლში და მითუმეტეს არ ვურტყამთ ერთმანეთს სილებს და წიხლებს იმ ადამიანებს ვინც აქ ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა თუ რა პოლიტიკური გუნება განწყობილება აქვთ. ნაციონალური მოძრაობის ჩამოსულ წარმომადგენლებს შეიძლება წარმოდგენა არ ქონდეთ რა ხდება აქ. ნურავინ ნუ გამოიყენებს ჩვენს ქალაქს და მუნიციპალიტეტს დაძაბულობის შესაქმნელად. ჩვენს საარჩევნო კამპანიას აქვს საქმიანი მიდგომა, ჩვენ ვართ ამომრჩევლებზე ორიენტირებული და იმ შეთავაზებებზე რაც ზუგდიდს გააუმჯობესებს. იმის გათვალისწინებით, რომ ნაციონალური მოძრაობა ცხადად ჩამორჩება და ცხადად აგებს ამ არჩევნებს პირველივე ტურში, მათ აქვთ მცდელობა არიონ სიტუაცია, ისინი არიან ჩამოსულები და არანაირი შეხება არა აქვთ ზუგდიდთან. მათ აქვთ სრული თავისუფლება იყვნენ პოლიტიკურად აქტიურები, მაგრამ პატივი უნდა სცენ თითოეული ადამიანის პირად ცხოვრებას, პირად სივრცეს და საკუთარ ეზოს და პატივი უნდა სცენ იმას, რომ ჩვენ აქ ერთმანეთს სტუმართმოყვარეობით და ურთიერთგატანით ვხვდებით“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930